Belive

ჯოკოვიჩი: "ეს განზრახული არ მქონია, თუმცა დამნაშავე ვარ"

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი ნოვაკ ჯოკოვიჩი ფენომენალურ სპორტულ სეზონს ატარებს. მიუხედავად იმისა, რომ 2020 წლის დიდი პერიოდი პანდემიიდან გამომდინარე გაცდა, ყურადღების მიღმა ვერანაირად ვერ დარჩება ჯოკოვიჩის დაუმარცხებელი სვლა - სერბმა ჩოგბურთელმა 2020 წლის ოფიციალური მატჩების 100% გამარჯვებით დაასრულა, თუმცა ეს მაჩვენებელი ირიბი თუ პირდაპირი გზით, მაინც შეიცვლება, ვინაიდან ამერიკის ღია პირველობაზე კარენო ბუსტას წინააღმდეგ ჯოკოვიჩი დისკვალიფიცირდა. შეხვედრის პირველ სეტში, ჯოკოვიჩმა გარდამტეხ მომენტში საკუთარი მოწოდება წააგო, სწორედ ამ მომენტში, ნებსით თუ უნებლიედ მან გვერდითი ხაზის მსაჯს ბურთი გაარტყა, რის გამოც ნოლე ტურნირიდან მოკვეთეს.

სერბმა ჩოგბურთელმა სოციალურ ქსელში გულშემატკივრებს მიმართა:
"მთელი ამ სიტუაციის შედეგად, ძალიან დამწუხრებული და დაცარიელებული ვარ. მადლობა ღმერთს, ლაინსმენი თავს კარგად გრძნობს. უზომოდ ვწუხვარ, რომ მას ასეთი ზიანი მივაყენე. ეს განზრახული არ მქონია, თუმცა დამნაშავე ვარ. რაც შეეხება დისკვალიფიკაციას: ჩემს თავზე უნდა ვიმუშავო, რათა მომხდარი ცხოვრებისეულ გაკვეთილად ვაქციო. შედეგად, გავიზრდები როგორც ჩოგბურთელი და ასევე, როგორც ადამიანი. ბოდიშს ვუხდი თითოეულ ადამიანს, რომელსაც მომხდარი ამბავი შეეხო. ჩემს გუნდს, ოჯახს და გულშემატკივრებს გვერდში დგომისთვის დიდ მადლობას ვუხდი. მადლობა და კიდევ ერთხელ, ძალიან ვწუხვარ", - წერს სერბი.
ჯოკოვიჩის შესანიშნავობა იმ ინტერპრეტაციითაც უნდა აღინიშნოს, რომ ამერიკის ღია პირველობა 2020 წლის პირველი ოფიციალური ტურნირი იქნება, რომელზეც სერბმა მონაწილეობა მიიღო და ვერ მოიგო. შეგახსენებთ, რომ სერბმა US OPEN-მდე ცინცინატის ტურნირზე წარმატებული ასპარეზობის შედეგად 35-ე მასტერსის ტიპის ტიტული მოიპოვა.

რაც შეეხება პაბლო კარენო ბუსტას, შემდეგ რაუნდში მისი მეტოქე დენის შაპოვალოვი იქნება.

სხვა სტატიები