Belive

ჯოკოვიჩი ინდიან უელსს გამოტოვებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საჩოგბურთო სამყაროში ახალი კვირიდან მასტერსის ტიპის ტურნირი – ინდიან უელსი დაიწყება. ტურნირზე უმაღლესი დონის მოთამაშეები იღებენ მონაწილეობას, რომლებიც ძირითადი ბადიდან დაიწყებენ თამაშს, თუმცა წლევანდელი გათამაშება მსოფლიო რეიტინგის ლიდერის, ნოვაკ ჯოკოვიჩის გარეშე ჩაივლის. ამერიკის ღია პირველობის ფინალის შემდეგ ჯოკოვიჩის ფსიქო-ემოციური განწყობა საკმაოდ დამძიმდა - სერბ ჩოგბურთელს კალენდარული სლემის მოგებამდე (სეზონში არსებული ყველა დიდი სლემის მოგება) ძალიან ცოტა დააკლდა, თუმცა 3-სეტში წაგებულ ფინალს არავინ ელოდა... "ინდიალ უელსი ჩემი ერთ-ერთი საყვარელი ტურნირია. ძალიან მიყვარს ასევე გარემო და ადგილი სადაც ტურნირი იმართება და ძალიან ვწუხვარ, რომ წელს ვერ შევხვდები ჩემს გულშემატკივრებს აღნიშნულ ტურნირზე" "ვიმედოვნებ, რომ მომავალ წელს შევხვდებით", - აცხადებს ჯოკოვიჩი. ჯოკოვიჩი ინდიან უელსის 5-გზის ჩემპიონია, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს, რომ ის მისთვის საკმაოდ კომფორტულ სათამაშო გარემოს გამოაკლდება. "რა თქმა უნდა, ჯოკოვიჩის არყოფნით იმედგაცრუებულები ვართ" "იმედს ვიტოვებთ, რომ ჯოკოვიჩს 2022 წლის საშეჯიბრო ასპარეზზე ვიხილავთ", - აცხადებს ტურნირის დირექტორი ტომი ჰაასი.

ასევე იხილეთ: ვაქცინაციის გარეშე ჯოკოვიჩს ავსტრალიის ღია პირველობაზე არ დაუშვებენ

სხვა სტატიები