Belive

ჯოკოვიჩი, ნადალი, ფედერერის ეპოქის დასრულება - ციციპასის გრანდიოზული გეგმა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ATP-ის რეიტინგის მე-6 პოზიციაზე მყოფი სტეფანოს ციციპასი ამბიციურ განცხადებას აქვეყნებს. 21 წლის ბერძენი ჩოგბურთელის მტკიცებით, იგი ფედერერი, ნადალი, ჯოკოვიჩის ეპოქის დასრულებას და რეიტინგში ტოპ სამეულში შესვლას აპირებს. სტეფანოს ციციპასის მტკიცებით, იგი 2020 წელს გრანდ სლემის ტურნირების მოგებას და რეიტინგში სამეულში შესვლას გეგმავს. "გაგებით ვეკიდებით იმ ფაქტს, რომ თანამედროვე ჩოგბურთის ერა იცვლება. ტოპ სამეული თანდათან ასაკში შედის და ჩვენი დრო მოდის." "ნადალი, ჯოკოვიჩი და ფედერერი ტოპ სამეულს წარმოადგენენ - 2020 წელს ჩემი უდიდესი გამოწვევაა გრანდ სლემის ტურნირების მოგება და ტოპ სამეულში მოხვედრა. 2020 წელს ჩემი მთავარი მიზანი გრანდ სლემის ტიტულების მოგება, წლის ტოპ სამეულში დასრულება და მასტერსის 1000-იანი ივენთის მოგებაა", - აღნიშნა სტეფანოს ციციპასმა.

სხვა სტატიები