Belive

ჯოკოვიჩი ოლიმპიადის გადადებას გამოეხმაურა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

იაპონიის მთავრობისა და საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ მიღებული ერთობლივი გადაწყვეტილების თანახმად, 2020 წლის ტოკიოს ოლიმპიური თამაშები 1 წლით გადაიდო. ნოვაკ ჯოკოვიჩი ოლიმპიადის გადადებას გამოეხმაურა. სერბი ჩოგბურთელი მტკიცებით, მიუხედავად იმისა, რომ იგი დამწუხრებულია მაგრამ ოლიმპიური თამაშების გადადებას მიესალმება. "ეს ფოტო გასულ წელს იაპონიაში გადავიღე. დამწუხრებული ვარ ოლიმპიური თამაშების გადადებით, მაგრამ ვფიქრობ, რომ მასში ჩართული ყველა პირის ჯანმრთელობისა და უსაფრთხოებისათვის ეს ნამდვილად სწორი გადაწყვეტილება იყო", - აღნიშნა ჯოკოვიჩმა.

სხვა სტატიები