Belive

ჯოკოვიჩი უიმბლდონის პირველი ნახევარფინალისტია! (ვიდეო)

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის 2019 წლის გათამაშების პირველი ნახევარფინალისტი გახდა. სერბმა ჩოგბურთელმა 1/4 ფინალში დავიდ გოფინი (23) მარტივად, 3 სეტში დაამარცხა - 6:4; 6:0; 6:2 და შემდეგ ეტაპზე გავიდა. დაპირისპირება 1 საათსა და 59 წუთს გაგრძელდა. მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა გოფინთან შეხვედრაში 7 ბრეიკი შეასრულა, საპირისპიროდ კი 1 გაუშვა. ნოვაკმა ბელგიელ მეტოქესთან 17 უნებლიე შეცდომა დაუშვა, ეისის შესრულება კი 3-ჯერ მოახერხა. ნოვაკ ჯოკოვიჩი უიმბლდონის ნახევარფინალში გუიდო პელასა (26) და ბაუტისტა-აგუტს (22) შორის გამარჯვებულს შეხვდება.

ჯოკოვიჩის გამარჯვების ქულა გოფინთან:

სხვა სტატიები