ჯოკოვიჩის გამაოგნებელი სტატისტიკა 2020 წელს

ნოვაკ ჯოკოვიჩი 2020 წელს ბრწყინვალე ფორმაში შეხვდა – მან იანვრის პირველ რიცხვებში ATP Cup-ზე შესანიშნავად იასპარეზა, რაც 6-დან 6-ვე შეხვედრის მოგებას გულისხმობს.

სერბი ჩოგბურთელის დომინირება ავსტრალიის ღია პირველობაზეც გაგრძელდა, სადაც მან ჩემპიონის ტიტული არავის დაუთმო.

ავსტრალიაში მოპოვებული ტიტულის შემდეგ, ნოლე არაბეთის გაერთიანებულ საამიროებს ეწვია, სადაც დუბაის 500-ქულიან ტურნირში ჩაერთო და არც აქ დაუთმია ჩემპიონის ტიტული.

ნოლე 2020 წელს დაუმარცხებლად ასპარეზობს, მან 18-დან 18 შეხვედრა მოიგო, ATP-ის 2 ინდივიდუალური ტიტული მოიპოვა (ავსტრალიის ღია პირველობა, ATP დუბაი) და კიდევ ერთ ფენომენალურ სეზონს ჩაუყარა საფუძველი.

სერბი ჩოგბურთელის მიერ წლეულს გამომუშავებული თანხა 4 486 616 ამერიკული დოლარია.

ჯოკოვიჩის გამაოგნებელი სტატისტიკა 2020 წელს 1

ნოვაკ ჯოკოვიჩი მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერია, ის 10220 ქულით ლიდერობს, კვალდაკვალ კი მას რაფაელ ნადალი 9850 ქულით მიყვება.

ჯოკოვიჩის გამაოგნებელი სტატისტიკა 2020 წელს

სტატიის ავტორი
-