Belive

ჯოკოვიჩის მწვრთნელს კორონავირუსი დაუდგინდა - ჯოკოვიჩი ტესტს ჩაიტარებს!

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოში კორონავირუსის პანდემიასთან დაკავშირებული თემატიკა კვლავ აქტუალურია. ბოლოდროინდელი ინფორმაციების თანახმად საჩოგბურთო სამყაროში სულ უფრო და უფრო იძაბება არსებული მდგომარეობა. ზემოთხსენებული იქედან გამომდინარეობს, რომ ორ ცნობილ ჩოგბურთელს გრიგორ დიმიტროვსა და ბორნა ჩორიჩს კორონავირუსი დაუდასტურდათ. ამჟამად ოფიციალურად დადასტურდა ინფორმაცია, რომ დაინფიცირებულთა შორის აღმოჩნდა მსოფლიო რეიტინგის სათავეში მყოფი ნოვაკ ჯოკოვიჩის ფიზიკური მომზადების მწვრთნელი. რაც შეეხება თავად ჩოგბურთელს, თავდაპირველი ინფორმაციის მიხედვით ის ტესტის გაკეთებას არ აპირებდა, თუმცა ამჟამად არსებული ინფორმაცია სხვაგვარია - სამშობლოში დაბრუნებული სერბი კორონავირუსის ტესტს ჩაიტარებს.

სხვა სტატიები