Belive

"ჯოკოვიჩის წინააღმდეგ ნადალზე ფსონს არ დავდებდი", - პოლ ანაკონი

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2021 წლის საჩოგბურთო სეზონის გახსნასთან ერთად მაყურებლისა და გულშემატკივარის მოლოდინი პირველი დიდი სლემის ანუ ავსტრალიის ღია პირველობისადმი სულ უფრო მძაფრდება. წლევანდელ ავსტრალიურ ასპარეზს ლეგენდარული როჯერ ფედერერი არ ეყოლება, თუმცა ჯოკოვიჩი და ნადალი ტურნირზე აუცილებლად იასპარეზებენ. აღნიშნულთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან ინტერვიუში ყოფილმა ჩოგბურთელმა და ამჟამინდელმა მწვრთნელმა პოლ ანაკონმა კომენტარი გააკეთა.
"ვფიქრობ ნადალი დიდებული ჩოგბურთელია, ავსტრალიის ღია პირველობაზე თითქმის ნებისმიერი ოპონენტის წინააღმდეგ მასზე ფსონს დავდებდი" "ნადალისთვის წლის საწყისი პერიოდის კარგად დაწყება უმნიშვნელოვანესია" "თუმცა აქ ერთი მნიშნველოვანი ფაქტორი უნდა გამოვყო, თუ ფინალში ნადალი ჯოკოვიჩს შეხვდება, მასზე ფსონს ნამდვილად არ გავაკეთებდი", - აცხადებს პოლ ანაკონი.
შეგახსენებთ, ავსტრალიის ღია პირველობა 8 თებერვლიდან აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები