ჯოკოვიჩმა და ფედერერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს გენიალურობა

რამდენიმე დღის წინ სრულიად საჩოგბურთო სამყარო, 31 წლის ენდი მარიმ საკუთარი განცხადებით “შოკში” ჩააგდო.

ავსტრალიის ღია პირველობის წინ ბრიტანელი ვარჯიშზე მსოფლიო რეიტინგის ლიდერ ნოვაკ ჯოკოვიჩს დაუპირისპირდა, რომელთანაც საკმაოდ წარუმატებლად იასპარეზა. ანგარიშით 6:1, 4:1-ზე მან თამაში შეწყვიტა. ამ დაპირისპირების შემდეგ მარიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ ავსტრალიის ღია პირველობის შემდეგ იგი კარიერას დაასრულებდა.

ბრიტანელის განცხადებას უამრავი ადამიანი გამოეხმაურა, მათ შორის ძალიან ცნობილი და წარმატებული სხვადასხვა სპორტის წარმომადგენლებიც, თუმცა BBC-ს ყურადღება ჯოკოვიჩისა და ფედერერის ღირსეულმა გამხნევებამ მიიქცია.

მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი და ყველა დროის ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი როჯერ ფედერერი ყველანაირად ცდილობენ ენდი მარის გამხნევებას.

“მე სრული შოკი მივიღე, როდესაც ენდის განცხადება მოვისმინე იმის შესახებ, რომ იგი სპორტიდან წასვლას გეგმავს. თითოეული ჩვენგანი ყველანაირად უნდა ეცადოს, რომ ამ ასაკში ბრიტანელის კარიერა არ დასრულდეს. ტრავმა ყველა სპორტსმენის გულისტკივილია და თითოეული ჩვენგანისთვის ტანჯვაა, თუმცა არსებობს ისეთი გარემოებები, როცა შრომით და მონდომებით ყველაფრის გადალახვაა შესაძლებელი – მე დარწმუნებული ვარ, რომ ენდის შესწევს იმის ძალა, რომ გაუმკლავდეს საკუთარ პრობლემებს და საჩოგბურთო სამყაროს არ მიაყენებს ისეთ ტრავმას, რასაც მისი სპორტიდან წასვლა ეწოდება. მთელი გულით ვქომაგობ მას და ვუსურვებ, რომ სულ მცირე ისე მაინც დაასრულოს კარიერა, როგორც დაგეგმა – უიმბლდონის შემდეგ”, – განაცხადა ლეგენდარულმა შვეიცარიელმა.

“ტრავმა პირველი მტერია! პირველ რიგში მინდა ვთქვა, რომ ჩემი განვლილი კარიერიდან ენდი ერთ-ერთი იმათთაგანია, ვისთანაც ყველაზე რთული და მნიშვნელოვანი შეხვედრები მაქვს ჩატარებული. ჩვენ არაერთი დრამატული და სანახაობრივი დაპირისპირება გვქონია. დედამიწაზე არ მეგულება ადამიანი, რომელსაც უყვარს ჩოგბურთი და უდიდესი პატივისცემით არ არის გამსჭვალული ბრიტანელის მიმართ. მე ურთულესი ტრავმა მქონდა, თუმცა საბედნიეროდ მოვახერხე და კორტს სრული დატვირთვით დავუბრუნდი, როგორც ჩანს ეს ყველაფერი ენდის შემთხვევაში ვერ ხერხდება, ვინაიდან მისი ტრავმა ჩემთან შედარებით გაცილებით რთული იყო. ოპერაციის შემდეგ ენდისთვის ყველაფერი ფაქტობრიდან ნულიდან დაიწყო. ენდი შენ ჩემს თვალში ერთ-ერთი საუკეთესო ჩოგბურთელი ხარ. შენ ახალი საკუთარი ტაქტიკა შექმენი და დანერგე ჩოგბურთში! ყოველთვის შეუპოვარი იყავი და დარწმუნებული ვარ ჩოგბურთის და სპორტის მოყვარულთათვის სამუდამოდ იარსებებ, თუმცა ჩემი თხოვნა და სურვილი მხოლოდ ერთია, რომ შეძლო და კარიერა იქამდე გააგრძელო, სადამდეც შენ გენდომება და არა იქამდე სადამდეც შენი სხეული გაუძლებს”, – განაცხადა მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა ნოვაკ ჯოკოვიჩმა.

ნოვაკმა ასევე უდიდესი ტექსტი მიუძღვნა საკუთარ სოციალურ გვერდზე ენდი მარის:

ჯოკოვიჩმა და ფედერერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს გენიალურობა 1

(2425)

ჯოკოვიჩმა და ფედერერმა კიდევ ერთხელ დაამტკიცეს გენიალურობა

სტატიის ავტორი
-