Belive

კარიერაში პირველად - მარიამ ბოლქვაძე დიდი სლემის ძირითად ბადეშია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
სულ ახლახანს მსოფლიოს 202-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ ისტორიულ შედეგს მიაღწია. ქართველმა ჩოგბურთელმა აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაციის საფინალო მატჩში ჩინელი, შინილ ქსუ 6:4; 2:6; 6:4 დაამარცხა და ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა. 21 წლის მარიამ ბოლქვაძის კარიერაში ეს დიდი სლემის პირველი საგზურია. ახალგაზრდა ქართველ ჩოგბურთელს ასეთ დონეზე არასდროს უთამაშია. აშშ-ის ღია პირველობაზე ახლა საქართველოს ორი ჩოგბურთელი - ნიკოლოზ ბასილაშვილი და მარიამ ბოლქვაძე ეყოლება.

სხვა სტატიები