Belive

კარიერაში პირველად: მარიამ ბოლქვაძე დიდი სლემის კვალიფიკაციის მე-3 რაუნდშია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
აშშ-ის ღია პირველობის კვალიფიკაციაზე ქართველმა ჩოგბურთელმა, მარიამ ბოლქვაძემ პირადი რეკორდი დაამყარა. მსოფლიოს 202-ე ჩოგანმა კარიერაში პირველად მოახერხა და დიდი სლემის კვალიფიკაციის მე-3 რაუნდში გავიდა. ბოლქვაძემ დღეს კორეელი, ნა-ლაე ჰანი 3 სეტში - 2:6; 6:2; 7:5 დაამარცხა. ქართველს ახლა აშშ-ის ღია პირველობის ძირითად ბადეში მოსახვედრად მხოლოდ 1 შეხვედრის მოგება სჭირდება. მარიამ ბოლქვაძე მე-3 ეტაპზე ჩინელ ჩოგბურთელს, შილინ ქსუს (215) დაუპირისპირდება. თამაში 23 აგვისტოსაა ჩანიშნული.  

სხვა სტატიები