Belive

კაროლინა პლიშკოვამ რომის მასტერსის ფინალში 0:6, 0:6 წააგო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქალთა შორის რომის მასტერსი მსოფლიოს მე-17 ჩოგნის, იგა შვიონტეკის გამარჯვებით დასრულდა. ფინალურ მატჩში პოლონელმა მსოფლიოს მე-9 ნომერი კაროლინა პლიშკოვა 2 სეტში, ანგარიშით 6:0, 6:0 გაანადგურა. შეხვედრა სულ 46 წუთს გაგრძელდა. დღევანდელი გამარჯვებით შვიონტეკმა 900 სარეიტინგო ქულა და 178 630 ევრო მიიღო, რაც შეეხება პლიშკოვას, ჩეხმა 585 ქულა და 132 258 ევრო დაისაკუთრა. ქალთა შორის რომის მასტერსის მოქმედი ჩემპიონი სიმონა ჰალეპი იყო, რომელმაც გასულ წელს სწორედ პლიშკოვა დაამარცხა.



 

სხვა სტატიები