Belive

ხუან მარტინ დელ პოტრო ბრუნდება

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
2019 წლის შემდეგ ჩოგბურთის მოყვარულებისათვის განსაკუთრებით საყვარელი ჩოგბურთელი, ხუან მარტინ დელ პოტრო კორტზე არ გამოჩენილა. ზემოთხსენებულის მიზეზი არგენტინელის ტრავმები გახლდათ, რომელმაც მისი კარიერა მინიმუმ სანახევროდ დააზიანა. არაერთი ცნობილი მედიაგამოცემის მტკიცებით, არგენტინელი ვარსკვლავი ბუენოს აირესის 250-ქულიან ტურნირზე, ე.წ. Argentina Open-ზე იასპარეზებს. ინფორმაციის თანახმად დელ პოტროს Wild Card ტურნირის ორგანიზატორმა გადასცა. მსოფლიო რეიტინგის ყოფილ მე-3 ნომერს მუხლის არეში ოთხი ქირურგიული ჩარევა ჩაუტარდა და როგორც ჩანს, რამდენიმეწლიანი პაუზის შემდეგ, არგენტინელი კორტზე დასაბრუნებლად მზადაა. 33 წლის არგენტინელ ჩოგბურთელს კარიერის განმავლობაში 22 ტიტული აქვს მოპოვებული, მათ შორის 2009 წელს დიდი სლემის ტურნირის საჩემპიონო თასს, ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებით დაეუფლა.

სხვა სტატიები