2022 წლის რიგით პირველი დიდი სლემის ტურნირი – ავსტრალიის ღია პირველობა, აქტიურ ფაზაშია.
ტურნირზე ნოვაკ ჯოკოვიჩის გარდა, TOP 20-ის ფაქტობრივად ყველა სუპერვარსკვლავი მონაწილეობს.
ავსტრალიის ღია პირველობაზე პირველი წრის მატჩები გაიმართა, სადაც საქართველოს პირველი და მსოფლიო რეიტინგის 23-ე ნომერი ნიკოლოზ ბასილაშვილი, მსოფლიო რეიტინგის ყოფილ პირველ ნომერს – ენდი მარის დაუპირისპირდა.
შეხვედრა დრამატული მიმდინარეობითა და გარდამავალი უპირატესობით წარიმართა, სადაც 5-სეტიანი ბრძოლის შედეგად გამარჯვებული ბრიტანელი ჩოგბურთელი გახდა.
ნიკა სეტებში ორჯერ აგებდა, ორივეჯერ გაათანაბრა და გადამწყვეტი სეტის თამაშის უფლება მოიპოვა.
მე-5 სეტში მოთამაშეებმა სეტის მიმდინარეობისას “ბრეიკები გაცვალეს”, თუმცა ყველაზე მნიშვნელოვან მომენტში, როდესაც მარი 5:4-ს იგებდა, ნიკამ საკუთარი მოწოდება კიდევ ერთხელ წააგო და დიდი სლემის ტურნირს გამოეთიშა.
Murray magic ✨@andy_murray outlasts Nikoloz Basilashvili 6-1, 3-6, 6-4, 6-7(5), 6-4 after nearly four hours of tennis!#AusOpen · #AO2022
🎥: @wwos · @espn · @Eurosport · @wowowtennis pic.twitter.com/lr9xMN8f9M
— #AusOpen (@AustralianOpen) January 18, 2022
შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია – 1:6; 6:3; 4:6; 7:6(5), 4:6, მარის სასარგებლოდ.
უნდა აღვნიშნოთ, რომ ქართულ-ბრიტანული დაპირისპირება 2022 წელს უკვე მეორედ შედგა, ორივეჯერ ავსტრალიაში და სამწუხაროდ ორივეჯერ ენდი მარიმ მოიგო.