Belive

კიმ კლაისტერსი 36 წლის ასაკში პროფესიონალურ ჩოგბურთს უბრუნდება

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი კიმ კლაისტერსი პროფესიონალური ჩოგბურთიდან 2012 წლის ამერიკის ღია პირველობის შემდეგ წავიდა. კიმ კლაისტერსი უძლიერეს ქალ ჩოგბურთელად მიიჩნეოდა, ის 23 წლის ასაკში გათხოვდა, რის გამოც 2007 წელს ჩოგბურთის თამაში შეწყვიტა, თუმცა როცა დაბრუნდა, საკმაოდ წარმატებულად იასპარეზა და პრესტიჟი უმალვე აღიდგინა. კლაისტერსს კარიერის განმავლობაში 24 442 340 დოლარი აქვს გამომუშავებული, ის 3-გზის ამერიკის ღია პირველობის გამარჯვებულია (2005, 2009, 2010) და ასევე დიდი სლემის ტიტულს ავსტრალიაშიც დაეუფლა 2011 წელს. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად ბელგიელი ჩოგბურთელი პროფესიონალურ ჩოგბურთში 36 წლის ასაკში გეგმავს დაბრუნებას. ამის შესახებ ინფორმაცია მან საკუთარ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

სხვა სტატიები