Belive

კიმ კლაისტერსი ჩოგბურთში დაბრუნდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ქალთა ერთეულთა თანრიგის მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი ნომერი, კიმ კლაისტერსი ჩოგბურთში ოფიციალურად დაბრუნდა.

ბელგიელი ჩოგბურთელი გულშემატკივრებსა და ჩოგბურთის მოყვარულებს დუბაის ტურნირით დაუბრუნდა, მისი პირველი მეტოქე ჰოლანდიელი კიკი ბერტენსი უნდა ყოფილიყო, თუმცა ამ უკანასკნელის მიზეზით შეხვედრა არ ჩატარდა, რის გამოც კლაისტერსის მეტოქე ესპანელი გარბინ მუგურუზა იყო. მუგურუზამ გამოცდილი ბელგიელი 2-სეტში, ანგარიშით - 6:2, 7:6(6) დაამარცხა. შეხვედრის შემდეგ კლაისტერსმა განაცხადა, რომ ეს მარცხი მისთვის არაფერს ნიშნავს და ყველაფერს გააკეთებს წარმატების მისაღწევად. "მოთამაშე, რომელსაც ფენომენალურად თამაში შეეძლო, ამ ყველაფრის გაკეთებას ისევ შეძლებს", - განაცხადა გარბინ მუგურუზამ მისი ვეტერანი მეტოქის შესახებ. 36 წლის კიმ კლაისტერსის აქტივში 4 დიდი სლემის ტიტულია. მან აქამდე კარიერა 2-ჯერ, 2007 და 2012 წლებში დაასრულა - 8 წლის შემდეგ კი ძველი დიდების აღსადგენად კვლავ დაბრუნდა.

სხვა სტატიები