Belive

კირგიოსი: "მწვრთნელის დაქირავება გადაყრილ ფულს ნიშნავს"

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ავსტრალიელი ჩოგბურთელი ნიკ კირგიოსი მიიჩნევს, რომ პირადი მწვრთნელი მას არ სჭირდება. 25 წლის სპორტსმენი მისგან დიდი სლემის მოგებასაც არ ელის. შეგახსენებთ, რომ კირგიოსს ავსტრალიის ღია პირველობისა და უიმბლდონის მეოთხედფინალში უთამაშია. მსოფლიოს ტოპ ჩოგბურთელებისგან განსხვავებით ის ტურნირებზე პირადი მწვრთნელის გარეშე მიემგზავრება. ნიკი ამის შეცვლას უახლოეს მომავალში არ გეგმავს.
"პირადად მე ვფიქრობ, რომ მწვრთნელის დაქირავება ფუჭად გადაყრილი ფულია, რადგან ისინი ზედმეტად ბევრ ანაზღაურებას იღებენ. კარიერის იმ ეტაპზე, რომელზედაც ახლა მე ვარ, ვფიქრობ, რომ მწვრთნელი საჭირო არ არის, რადგან ჩემეული ხედვები მაქვს და რჩევები არ მჭირდება," - განაცხადა კირგიოსმა.
ავსტრალიელმა ასევე თქვა, რომ დიდი სლემის მოგებას ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე არ ვარაუდობს.
"დიდ სლემზე ჩემპიონობის მიზანი არ მაქვს. ვცდილობ ისე ვითამაშო, როგორც მე მინდა და ამით გავერთო. არ მგონია, რომ ჩემი ორგანიზმი ზედიზედ 7 ისეთ თამაშს გაუძლებს, რომლებშიც პოტენციურად კორტზე 3-4 საათი უნდა გავატარო. შესაბამისად, მწვრთნელის დაქირავება ჩემთვის აზრსმოკლებულია," - ამბობს კირგიოსი.
   

სხვა სტატიები