კორდა: “საკვებით მოვიწამლე და ბასილაშვილთან შეხვედრა ამიტომ შევწყვიტე”

US Open-ის პირველ წრეში ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქემ, სებასტიან კორდამ შეხვედრის დასრულება ვერ მოახერხა.

ქართველმა ჩოგბურთელმა პირველი სეტი 6:1 მოიგო, მეორე სეტში კი ბრეიკით 2:1 დაწინაურდა, ამის შემდეგ ამერიკელმა თამაში შეწყვიტა.

კორდამ ნიკოლოზთან დაპირისპირების დროს შექმნილ ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ისაუბრა.

“თამაშამდე საკვებით მოვიწამლე და თითოეული გეიმის დროს თავს უფრო და უფრო ცუდად ვგრძნობდი. ვფიქრობდი, რომ გამოჯანმრთელებას მოვასწრებდი, მაგრამ ეს ასე არ მოხდა. მატჩი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო შევწყვიტე,” – ამბობს სებასტიან კორდა.

ნიკოლოზ ბასილაშვილი US Open-ის მეორე წრეში დღეს მაქსიმ კრესის (151) დაუპირისპირდება.

კორდა: “საკვებით მოვიწამლე და ბასილაშვილთან შეხვედრა ამიტომ შევწყვიტე”

სტატიის ავტორი
-