Belive

კორეტხა: "ფედერერის რეკორდი ნადალისთვის უდიდესი მოტივაციაა"

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
სახელოვანი ესპანელი ჩოგბურთელი ალექს კორეტხა მიიჩნევს, რომ როჯერ ფედერერის რეკორდი რაფა ნადალისათვის უდიდესი მოტივაციაა. 1999 წლის თებერვალში, ATP-ის რეიტინგის მე-2 პოზიციაზე მყოფი კორეტხას მტკიცებით, რაფა ნადალს როჯერ ფედერერის რეკორდის გამეორება და გაუმჯობესება შეუძლია. გასულ წელს, დიდი სლემის ტურნირებმა ნადალის დომინირებით ჩაიარა. დიდი სლემის 2 ტიტულის პარალელურად, ნადალმა ავსტრალიის პირველობის ფინალში იასპარეზა, სადაც ნოვაკ ჯოკოვიჩთან დამარცხდა - უიმბლდონზე კი ნახევარფინალურ დაპირისპირებაში დამარცხდა. ჯამში ლეგენდარულმა ესპანელმა ჩოგბურთელმა დიდი სლემის 19 ტიტულის მოპოვება შეძლო და როჯერ ფედერერს მხოლოდ 1 ტიტულით ჩამორჩება. "ეს ნადალისათვის უდიდესი მოტივაციაა. დარწმუნებული ვარ აღნიშნულის თაობაზე თავადაც ფიქრობს და იცის, რომ დიდი სლემის მომავალ 4 ტურნირზე ფედერერის რეკორდის გაუმჯობესებას შეძლებს." "გასულ წელს ნადალმა დიდი სლემის 2 ტიტული მოიპოვა. ავსტრალიის პირველობის ფინალში დამარცხდა და უიმბლდონის ნახევარფინალში იასპარეზა. ნადალი ტიტულებისთვის მომდევნო 2-3 წლის განმავლობაში კვლავ იბრძოლებს და დარწმუნებული ვარ ფედერერის რეკორდის გაუმჯობესებას შეძლებს. ვერ ვიტყვი, რომ ფედერერი დიდი სლემის ტიტულეს ვეღარ დაეუფლება, ან ჯოკოვიჩი ვერ შეძლებს მოგებას მაგრამ ნადალის წარმატებაში დარწმუნებული ვარ." "ჩემი დაკვირვებით ვიტყვი, რომ იგი საკმაოდ აგრესიულად თამაშობს და შესანიშნავ ფორმაშია. იმ შემთხვევაში თუ ავსტრალიის პირველობაზე ტრავმა არ შეაწუხებს მისი დამარცხება წარმოუდგენლად რთული იქნება. ნადალი და ჯოკოვიჩი სწორედ ის ცოგბურთელები არიან, რომელთაც ფედერერის რეკორდის დამხობა შეუძლიათ", - აღნიშნა ალექს კორეტხამ.

სხვა სტატიები