Belive

კორონავირუსით დაინფიცირებულ ჯოკოვიჩს კირგიოსი ღიად აკრიტიკებს

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მას შემდეგ, რაც მსოფლიოს ნომერ პირველ ჩოგანს, ნოვაკ ჯოკოვიჩს, კორონავირუსი დაუდგინდა, მის მიმართ კრიტიკა არ წყდება. სერბმა ჩოგბურთელმა COVID19-ზე ტესტი მას შემდეგ ჩაიტარა, რაც მის მიერ ორგანიზებულ ადრიატიკის ტურზე დაავადება მის პირად მწვრთნელს, ასევე ფიზიკური მომზადების მწვრთნელს, ჩოგბურთელებს -  ვიქტორ ტროიცკის, გრიგორ დიმიტროვს, ბორნა ჩორიჩს დაუდასტურდათ. ბულგარელი გრიგორ დიმიტროვის ინფიცირების შემდეგ, ორგანიზატორებმა ადრეატიკის ტურის გაუქმება გადაწყვიტეს. ამ ამბავს გამოეხმაურა ავსტრალიელი ჩოგბურთელი, ნიკ კირგიოსი, რომელიც ეპატაჟური და დაუმორჩილებელი ხასიათის გამო, საჩოგბურთო სამყაროში "ცუდი ბიჭის" სახელით არის ცნობილი.
"ვლოცულობ თითოეულ ჩოგბურთელზე, რომელიც Covid-19-ით დაინფიცირდა. ნუ ისაუბრებთ იმ უპასუხისმგებლობებსა და სისულელეებზე, რაც მე ოდესმე ჩამიდენია - რაც მოხდა, ამაზე დიდ სისულელე არ არსებობს," აღნიშნა კირგიოსმა.

ჯოკოვიჩის მიერ დაორგანიზებულმა ადრეატიკის ტურმა სტარტი სერბეთის დედაქალაქ ბელგრადში აიღო და შემდეგ ხორვატიაში, ქალაქ ზადარში გადაინაცვლა. კორონავირუსის პანდემიის ფონზე, ტურნირზე სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენელი სპორტსმენები მონაწილეობდნენ. ტურნირის მონაწილეები სოციალური დისტანცირების წესებს, პრაქტიკულად, საერთოდ არ ემორჩილებოდნენ. მოედანზე დაპირისპირების გარდა, მოთამაშეები პრეს კონფერენციებს ერთად ესწრებოდნენ და საერთო ფოტოებსაც იღებდნენ. მეტიც, ისინი გასართობად ფეხბურთსა და კალათბურთსაც თამაშობდნენ და დახურულ ღამის კლუბშიც ერთობოდნენ.
ორშაბათს, მას შემდეგ რაც ბორნა ჩირიჩს კორონავირუსი დაუდგინდა, კირგიოსმა პირველი განცხადება გააკეთა ამ თემასთან დაკავშირებით: "ბიჭებო, მალე გამოჯანმრთელებას გისურვებთ, მაგრამ ეს ყველაფერი იმიტომ ხდება, რომ წესებს არ ემორჩილებით. ეს სახუმარო ამბავი არაა," განაცხადა კირგიოსმა.
“ტურნირი მხოლოდ გულწრფელი მიზნებით იყო გამართული. ის მიზნად გაერთიანებას და საზოგადოებისთვის სოლიდარობის გზავნილის მიწოდებას ისახავდა. ეს იყო ფილანტროპული იდეა, რომლის მიზანიც ფონდების მოძიება იყო. მე ბედნიერი ვიყავი, როდესაც ვხედავდი, თუ როგორი ენთუზიაზმით ჩაერთო ხალხი ამ პროექტში,” – აღნიშნა ჯოკოვიჩმა მას შემდეგ, რაც კორონავირუსი დაუდგინდა.

სხვა სტატიები