Belive

კორონავირუსს კიდევ ერთი პრესტიჟული ტურნირი ემსხვერპლა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
კორონავირუსს არაერთი სპორტული თუ არასპორტული ღონისძიება "ემსხვერპლა", მათ შორისაა საჩოგბურთო ტურნირებიც, რომელთაც ახლახანს ქალთა ერთეულთა თანრიგის ერთ-ერთი პრესტიჟული ტურნირი, "Rogers Cup"-იც გამოაკლდა, ვინაიდან ტურნირის ორგანიზატორებმა მისი გაუქმების გადაწყვეტილება მიიღეს. Rogers Cup-ის წლევანდელი შეჯიბრი განრიგის მიხედვით აგვისტოში უნდა გამართულიყო, მიმდინარე მოვლენების ფონზე კი ტურნირის ორგანიზატორებმა შეუძლებლად მიიჩნიეს ამ პერიოდში შეჯიბრის სრულფასოვნად გამართვა. "ამჟამად ATP-ისა და WTA-ის გადაწვეტილებით საჩოგბურთო ღონისძიებები 12 ივლისის ჩათვლით შეჩერებულია/გაუქმებულია, თუმცა ამის მიუხედავად მაინც გვიწევს მივიღოთ გადაწყვეტილება, რომ 2020 წელს მონრეალი Rogers Cup-ს არ უმასპინძლებს, ტურნირი 2021 წელს განახლდება", - განაცხადა Rogers Cup-ის ერთ-ერთმა ორგანიზატორმა.

კორონავირუსის გავლენა სპორტზე – გაიგეთ მეტი

სხვა სტატიები