Belive

კრიტიკული გზავნილი როჯერ ფედერერს სრჯან ჯოკოვიჩისაგან

3 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
მიუხედავად იმისა, რომ საჩოგბურთო სამყაროსათვის "დიდი სამეულის" ურთიერთობა ბოლომდე ღია არაა, ცნობილი ფაქტია, რომ გარკვეულწილად მათ შორის მცირე, მაგრამ პაექრობები არსებობს. მსოფლიო რეიტინგის ამჟამინდელი პირველი ნომერი ლეგენდარული ნოვაკ ჯოკოვიჩია, რომლის კვალდაკვალ ასევე ლეგენდარული ესპანელი რაფაელ ნადალია. როგორც ჩანს, ნოვაკის მამამ - სრჯან ჯოკოვიჩმა, როჯერ ფედერერის გაკრიტიკება გადაწყვიტა.
"როჯერ ფედერერი ქედმაღალი პიროვნებაა, ის ვერ ეგუება, რომ მოვა დრო, როდესაც მის მიერ დამყარებული რეკორდები წარსულს ჩაბარდება, ამ ყველაფერს ჩოგბურთის გულშემატკივრებიც ხედავენ. როჯერს 20 დიდი სლემის ტიტული აქვს მოპოვებული და მაშინ, როდესაც მალე 40 წლის გახდება კვლავ კორტზე დარბის და ეს ყველაფერი მხოლოდ იმიტომ, რომ ზურგს უკან ნოვაკისა და რაფაელის აღმასვლას გრძნობს, რომელნიც მალე მის რეკორდს აუცილებლად დაამხობენ"  "ჯობს წავიდეს და სხვა რამე აკეთოს, მაგალითად აქტიურად დაკავდეს შვილების გაზრდით" "მე მჯერა, რომ ნოვაკი კარიერის დასრულების შემდეგ ისეთივე წარმატებული იქნება ნებისმიერ საქმეში, როგორიც ჩოგბურთშია", - აცხადებს სრჯან ჯოკოვიჩი.
შეგახსენებთ, რომ 38 წლის ფედერერს ამჟამად 20 დიდი სლემის ტიტული აქვს მოპოვებული, როგორც თავად დააანონსა 2020 წლის სპორტული სეზონი მისთვის ტრავმიდან გამომდინარე დასრულებულია და კორტზე 2021 წლიდან ვიხილავთ.

სხვა სტატიები