Belive

კვლავ ვაქცინაცია და ჯოკოვიჩი | სერბი ჩოგბურთელი ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს

1 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

ნოვაკ ჯოკოვიჩისა და მისი ვაქცინაციის სტატუსის ირგვლივ არსებული დრამა კვლავ გრძელდება: პრინციპული გადაწყვეტილების გამო, სერბი ჩოგბურთელი ამჯერად ამერიკის ღია პირველობას გამოტოვებს.

იანვარში, "ნოლემ" ავსტრალიის ღია პირველობის ტიტულის დაცვა ვერ შეძლო: COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე უარის თქმის გამო, სერბი ჩოგბურთელი ავსტრალიაში არ შეუშვეს.

დიდი სლემის ტურნირების 21-გზის გამარჯვებულს, ამჯერად მორიგ გამოწვევაზე უწევს უარის თქმა. 35 წლის ჩოგბურთელს იმედი ჰქონდა, რომ ვაქცინაციის სტატუსის მიუხედავად, მას US Open-ზე მონაწილეობის უფლებას მისცემდნენ, თუმცა ავსტრალიის მსგავსად, მისი იმედი არ გამართლდა: 2021 წლის ოქტომბრის შემდეგ, აშშ არავაქცინირებულ ადამიანებს საზღვარზე არ უშვებს და ამ მხრივ, გამონაკლისი ვერც ჯოკოვიჩი იქნებოდა.

"სამწუხაროდ, ამერიკის ღია პირველობაზე მონაწილეობის მისაღებად, ნიუ-იორკში ვერ გავემგზავრები. აუცილებლად შევინარჩუნებ კარგ ფორმას და შემართებას იმისთვის, რომ ტიტულისთვის ბრძოლის შემდეგი შესაძლებლობა გამოვიყენო", - დაწერა ჩოგბურთელმაTwitter-ზე.

ივლისში, "ნოლემ" კარიერაში 21-ე დიდი სლემის ტიტული მოიგო. ამ მიღწევით, იგი მხოლოდ რაფაელ ნადალს (23) ჩამორჩება.

შეგახსენებთ, ამერიკის ღია პირველობის წილისყრა დღეს, 25 აგვისტოს გაიმართება.

სხვა სტატიები