Belive

ლიონის ტურნირი ფრანგმა მოიგო

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საფრანგეთის ქალაქ ლიონში ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირი ბენუა პაირემ (51) მოიგო. ფინალში ფრანგი ჩოგბურთელი ოჟე-ალიასიმს (28) დაუპირისპირდა და 2 სეტში მოიგო - 6:4; 6:3. პაირემ ახალგაზრდა კანადელს 4 ბრეიკ პოინტი შეუსრულა, თავის ჩაწოდებაზე კი მხოლოდ ერთხელ წააგო. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ ოჟე-ალიასიმს ლიონის ჩელენჯერის ნახევარფინალში ქართველი - ნიკოლოზ ბასილაშვილი ჰყავდა დამარცხებული. რაც შეეხება პაირეს, 31 წლის ჩოგბურთელმა 2019 წელს მე-2 ტიტული მოიპოვა.  

სხვა სტატიები