Belive

ლონდონის შემაჯამებელი - ფედერერი Vs. ჯოკოვიჩი (პრევიუ)

4 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ახალი კვირიდან სტარტი აიღო 2019 წლის უკანასკნელმა საჩოგბურთო ტურნირმა, სადაც პლანეტის 8 საუკეთესო ჩოგბურთელი ერთმანეთს დაუპირისპირდება. ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი სხვა ტურნირებისაგან რადიკალურად განსხვავებულია, გამომდინარე მისი სტრუქტურიდან, რომლის თანახმადაც 8 საუკეთესო ჩოგბურთელი 2 ჯგუფშია გადანაწილებული და წაგების მიუხედავად მომდევნო ეტაპზე გასვლის შანსი მაინც რჩება. წლევანდელ ტურნირზე B ჯგუფში ნოვაკ ჯოკოვიჩი, როჯერ ფედერერი, დომინიკ ტიმი და მატეო ბერეტინი მოხვდნენ – ცხადია ჯგუფის ფავორიტებად ჯოკოვიჩი და ფედერერი მიიჩნეოდნენ, თუმცა მოვლენები სხვაგვარად განვითარდა. დომინიკ ტიმმა პირველ შეხვედრაში როჯერ ფედერერს 2-სეტში სძლია, რის შემდეგაც რამდენიმე დღეში ნოვაკ ჯოკოვიჩის ბარიერის დაძლევაც მოახერხა, მაშინ როცა ამ უკანასკნელმა მატეო ბერეტინისთან მატჩის დროს შეუდარებელი შთაბეჭდილება დატოვა. ამრიგად, დომინიკ ტიმმა ფედერერისა და ჯოკოვიჩის დამარცხების შემდეგ ნახევარფინალური ეტაპის საგზური გაინაღდა, შესაბამისად B ჯგუფის მეორე ნახევარფინალისტის ვინაობას ჯოკოვიჩისა და შვეიცარიელი მაესტროს მატჩი გაარკვევს, რომელიც 15 ნოემბერს გაიმართება. როჯერ ფედერერსა და ნოვაკ ჯოკოვიჩს შორის 49-ე დაპირისპირება გაიმართება, აქამდე მათ შორის გამართულ 48 შეხვედრაში 26 სერბმა ჩოგბურთელმა მოიგო, შესაბამისად 22 როჯერმა. პირველი შეხვედრის შემდეგ ფედერერმა ჟურნალისტებთან მოკლე კომენტარი გააკეთა: "ვფიქრობ დარჩენილ ორ შეხვედრაში შეცდომის დაშვების უფლება არ მაქვს, ჩემი შანსი აუცილებლად უნდა გამოვიყენო", - განაცხადა შვეიცარიელმა მაესტრომ. ეს სიტყვები როჯერმა ნაწილობრივ გაამართლა, მან მატეო ბერეტინი 2-სეტში დაამარცხა - წინ ნოვაკ ჯოკოვიჩია. ლონდონის შემაჯამებელი ტურნირის საფარი ჰარდია, ნოვაკსა და როჯერს შორის გამართული 48 შეხვედრიდან ჰარდზე 38 მათგანი გაიმართა, საიდანაც 21 ნოლემ მოიგო, 18 კი როჯერმა. გათვალისწინებით იმისა, რომ ფედერერმა არც პირველ და არც მეორე შეხვედრაში დამაჯერებელი შთაბეჭდილება არ დატოვა, განსხვავებით ნოვაკისგან, რომელმაც ორივე შეხვედრაში დამაჯერებლად და კარგად იასპარეზა, ექსპერტებმა შეხვედრის ფავორიტად ნოვაკი მიიჩნიეს. ნოვაკ ჯოკოვიჩისა და როჯერ ფედერერის საუკეთესო გათამაშებები:

სხვა სტატიები