Belive

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი (პირველი მატჩები)

5 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ

11 ნოემბერს საჩოგბურთო სამყაროში უკანასკნელი ტურნირი დაიწყო - ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი, სადაც მსოფლიოს საუკეთესო 8 ჩოგბურთელი მონაწილეობს.

ეს გახლავთ ერთადერთი ტურნირი, რომელიც ჯგუფური სისტემით ტარდება, ასევე ერთადერთი ტურნირი, რომელიც 1500-ქულიანია. ტურნირს გამოაკლდნენ მსოფლიოს მე-2 ნომერი რაფაელ ნადალი და მსოფლიოს მე-4 საფეხურზე მყოფი ხუან-მარტინ დელ პოტრო, მათ ნაცვლად კი ტურნირს მე-9 და მე-10 ჩოგნები, კეი ნიშიკორი და ჯონ ისნერი შეუერთდნენ.
ტურნირი 2 ჯგუფისგან შედგება: A ჯგუფი:
  1. ნოვაკ ჯოკოვიჩი
  2. ალექსანდრ ზვერევი
  3. მარინ ჩილიჩი
  4. ჯონ ისნერი
B ჯგუფი:
  1. როჯერ ფედერერი
  2. კევინ ანდერსონი
  3. დომენიკ ტიმი
  4. კეი ნიშიკორი

ანდერსონი Vs. ტიმი

ლონდონის შემაჯამებელი ტურნირი ანდერსონისა და ტიმის შეხვედრით გაიხსნა. დაძაბულ დაპირისპირებაში გამარჯვებული სამხრეთ აფრიკელი გახდა - 6:3, 7:6(10).

ფედერერი Vs. ნიშიკორი

ყველასთვის გასაკვირად იაპონელმა ჩოგბურთელმა ლეგენდარული როჯერი დაამარცხა, თანაც საათსა და 29 წუთში, 2 სეტში, ანგარიშით - 6:7(4), 3:6.

ჯოკოვიჩი Vs. ისნერი

TENNIS-GBR-ATP-FINALS
მსოფლიო რეიტინგის ლიდერი ნოვაკ ჯოკოვიჩი აგრძელებს დამაჯერებელ ასპარეზობას და ჯონ ისნერი ძალიან მოკლე დროში საათსა და 19 წუთში დაამარცხა, ანგარიშით - 6:4, 6:3.

ზვერევი Vs. ჩილიჩი

როგორც ჩანს ალექსანდრ ზვერევი ლონდონში მთელი ძალებით იბრძოლებს, მან ეს ყოველივე პირველ შეხვედრაში დაამტკიცა. ზვერევმა ჩილიჩი 2 სეტში, 2 ტაი-ბრეიკის წყალობით დაამარცხა - 7:6(5), 7:6(1).    

სხვა სტატიები