მადრიდის რეალმა ნადალს US OPEN-ის მოგება მიულოცა

109
ნახვა

დღეს რაფაელ ნადალმა US OPEN-ის ფინალურ მატჩში დანილ მედვედევი დაამარცხა. 5-სეტიანი დაპირისპირება 4 საათსა და 54 წუთს გაგრძელდა. ესპანელმა ჩოგბურთელმა კარიერაში დიდი სლემის მე-19 ტიტული მოიპოვა.

აღნიშნული გამარჯვება ნადალს მადრიდის “რეალმა” სოციალურ ქსელში მიულოცა. როგორც მოგეხსენებათ, რაფაელი “ბლანკოსის” საპატიო წევრია.

“ლეგენდა, შეზღუდვების გარეშე. გილოცავთ US OPEN-ის დიდებულ გამარჯვებას. მადრიდის “რეალი” ამაყია, რომ ჰყავხარ გუნდის საპატიო წევრად,” – ნათქვამია “რეალის” ოფიციალურ განცხადებაში.

 

 

(109)

მადრიდის რეალმა ნადალს US OPEN-ის მოგება მიულოცა

სტატიის ავტორი
-