Belive

მარია შარაპოვა ბრუნდება!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყოფილი პირველი ნომერი მარია შარაპოვა WTA ტურში ბრუნდება, ეს ინფორმაცია მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც დადასტურდა ინფორმაცია, რომ რუსმა ჩოგბურთელმა მიიღო ვაილდქარდი მალიორკას ტურნირზე სათამაშოდ. შარაპოვას მიერ გადატანილი, მხარზე მძიმე ქირურგიული ჩარევის შემდეგ 4 თვე გავიდა, რაც საკმარისი აღმოჩნდა ჩოგბურთელის მწყობრში ჩასადგომად. "ძალიან ბედნიერი ვარ, რომ დამიდასტუდა თხოვნა და მივიღე ვაილდქარდი მალიორკაში სათამაშოდ", - განაცხადა შარაპოვამ. 32 წლის რუს ჩოგბურთელთან ერთად მალიორკას ტურნირზე ასევე იასპარეზებენ მსოფლიო რეიტინგის ყოფილი ლიდერები - ანჟელიკ კერბერი და ვიქტორია აზარენკა, შესაძლოა მათი დაპირისპირებაც ვიხილოთ.

მალიორკას ტურნირი 17 ივნისს აიღებს სტარტს.

სხვა სტატიები