Belive

მარია შარაპოვა მეორე რაუნდშია

5 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის ყოფილი პირველი, ამჟამად კი 22-ე ნომერი მარია შარაპოვა ამერიკის ღია პირველობაზე ასპარეზობს, სადაც საკუთარი პირველი შეხვედრა ტურნირის „უხუცეს“ 39 წლის პატი შნიდერთან გამართა. შეხვედრა რუსი ჩოგბურთელის გამარჯვებით დასრულდა, შარაპოვამ საკმაოდ დაძაბულ ბრძოლაში 2 სეტში იმარჯვა 6:2, 7:6 (8:6). 31 წლის რუსი ჩოგბურთელის შემდეგი მეტოქე რუმინელი სორანა კირსტეა იქნება, მატჩი 30 აგვისტოს თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.

სხვა სტატიები