Belive

მარია შარაპოვა უკრაინელ ბავშვებს დაეხმარება

2 წლის წინ ჩოგბურთი
2 წთ
ლეგენდარული რუსი ჩოგბურთელი, ოთხივე დიდი სლემის გამარჯვებული მარია შარაპოვა, უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს დაეხმარება. რუსული სპორტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი ფიგურა, მარია შარაპოვა სოციალურ ქსელში რუსეთ-უკრაინის ომს ეხმიანება და წერს, რომ ომი აუცილებლად უნდა შეწყდეს.
"ყოველდღიურად უფრო და უფრო მტკივა გული იმ ფაქტის შესახებ, რაც ახლა უკრაინაში ხდება. სოციალურ ქსელში მხვდება ფოტოები, ვიდეოები და ამბები, თუ რა ხდება უკრაინის ტერიტორიაზე და გული ძალიან შემტკივა. მე ფულს "Save the Children’s"-ის ფონდში შევწირავ, რომელიც უკრაინაში ომის შედეგად დაზარალებულ ბავშვებს 24 საათის რეჟიმში ეხმარება საკვებით, სასმელით, ტანსაცმლით და სრულად უზრუნველყოფს მათ ჯანმრთელობას.  გთხოვთ შემომიერთდით და უფრო დიდი თანხა გავიღოთ უკრაინისთვის. უკრაინელ ხალხს ვუგზავნი უდიდეს სიყვარულს". 
შეგახსენებთ, რომ მარია შარაპოვა არაერთხელ არის შემჩნეული რუსეთის გაკრიტიკებაში, როგორც ცნობილია, მისი პირადი მოსაზრებაა, რომ რუსეთში ასეთ მმართველობას ქვეყნისთვის მხოლოდ და მხოლოდ ზარალი მოაქვს. შეგახსენებთ, რომ ფაქტობრივად ყველა სპორტული სახეობის მთავარმა ორგანოებმა, რუსეთის სახელით მოასპარეზე სპორტსმენები გარკვეულ ჩარჩოებში მოაქციეს, მათ შორის ITF-მა რუსეთისა და ბელარუსის ჩოგბურთის ფედერაციებს წევრობის უფლება შეუჩერა და არამხოლოდ, რუს ჩოგბურთელებს კიდევ არაერთი შეზღუდვა დაუწესდათ.
  • ITF-ის გადაწყვეტილება ნიშნავს, რომ რუსი და ბელარუსი ჩოგბურთელები ვერ ითამაშებენ გუნდურ ტურნირებში (მაგალითად, დევისის თასზე), თუმცა მათ არ ეკრძალებათ ინდივიდუალურ ტურნირებში მონაწილეობის მიღება.
 
 

სხვა სტატიები