Belive

მარიამ ბოლქვაძე ჩინეთის ტურნირის მეოთხედფინალშია

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ჩინეთში მიმდინარე ITF-ის ტურნირზე მარიამ ბოლქვაძემ დღეს მე-2 წრის შეხვედრა გამართა და გაიმარჯვა. ქართველმა ჩოგბურთელმა ადგილობრივ ციუე სუნს საკმაოდ მარტივად, 2 სეტში - 6:2; 6:2 სძლია და მეოთხედფინალში გავიდა. შეგახსენებთ, რომ პირველ რაუნდში მარიამმა ასევე ჩინელ ჩოგბურთელს, იუ იუანს ანალოგიური ანგარიშით მოუგო - 6:2; 6:2. 1/4 ფინალში ბოლქვაძე ხვალ ავსტრალიელ, არინა როდიონოვას (235) შეხვდება. 21 წლის მარიამ ბოლქვაძე მსოფლიო რეიტინგში ამჟამად 158-ე ჩოგანია.

სხვა სტატიები