Belive

მარიამ ბოლქვაძე მსოფლიოს მე-3 ჩოგანთან დამარცხდა

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მარიამ ბოლქვაძის ბრწყინვალე გამოსვლა აშშ-ის ღია პირველობაზე დასრულდა - ქართველი ჩოგბურთელი ჩეხ მოთამაშესთან დამარცხდა. დიდი სლემის ძირითადი ბადის მე-2 ეტაპზე მარიამის მეტოქე მსოფლიოს მე-3 ჩოგანი, კაროლინა პლიშკოვა იყო, რომელთანაც მან 2 სეტში - 1:6; 4:6 წააგო. ბოლქვაძის მეტოქემ თამაშში 9 ეისის შესრულება მოახერხა, ორმაგი შეცდომა კი მხოლოდ ერთხელ დაუშვა. ჩაწოდებაზე მარიამი გაცილებით სუსტად გამოიყურებოდა და 6 ორმაგი შეცდომა გაეპარა. აღსანიშნავია, რომ მე-2 სეტში ქართველმა ჩოგბურთელმა 1:2-ზე უკუბრეიკის შესრულება მოახერხა, თუმცა საკუთარ ჩაწოდებაზე კვლავ დაბრეიკდა. მარიამ ბოლქვაძის კარიერაში პირველი დიდი სლემი წარმატებული გამოდგა. 21 წლის მოთამაშემ ძირითადი ბადის 1 ეტაპის დაძლევა მოახერხა, კვალიფიკაციაზე კი 3 მეტოქეს აჯობა.

სხვა სტატიები