Belive

მარიამ ბოლქვაძე პორტუგალიაში მიმდინარე ტურნირის ფინალში გავიდა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 221-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ პორტუგალიაში, ქალაქ მონტემორ-უ-ნოვუში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში იაპონელი მეტოქე - მაი ჰონტამა (293) ორ სეტში, ანგარიშით 6:4, 6:4 დაამარცხა და ფინალში გავიდა. გადამწყვეტ შეხვედრაში ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე ფრანსისკა ჟორჟესა (432) და ბეატრის ჰადად მაიას (225) წყვილში გამარჯვებული იქნება. ფინალური მატჩი კვირას, 13 ივნისს გაიმართება. მარიამ ბოლქვაძე მონტემორ-უ-ნოვუს ტურნირზე პირველ ნომრადაა განთესილი.

სხვა სტატიები