Belive

მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის ტურნირის ჩემპიონია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 195-ე ჩოგანმა, მარიამ ბოლქვაძემ ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირის (ITF60k – President’s Cup) ფინალში რუსი მეტოქე, ვალერია სავინიხი (196) სამ სეტში, ანგარიშით 4:6, 6:3, 6:2 დაამარცხა და President's Cup-ის ჩემპიონი გახდა. ფინალური დაპირისპირება 2 საათსა და 31 წუთს გაგრძელდა.

საჩემპიონო ქულა:


მარიამ ბოლქვაძეს ტურნირის მოსაგებად 5 შეხვედრის მოგება დასჭირდა – 23 წლის ჩოგბურთელმა სეტი მხოლოდ ერთხელ, ფინალურ მატჩში დათმო.

სხვა სტატიები