Belive

მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალშია

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
23 წლის ქართველი ჩოგბურთელი – მარიამ ბოლქვაძე, ყაზახეთში მიმდინარე ტურნირის ნახევარფინალში გავიდა. მარიამი ასპარეზობაში 2 დღის წინ ჩაერთო და 26 წლის უზბეკი მეტოქე 2 სეტში, ძალიან მარტივად: 6:2; 6:0 დაამარცხა. 1/8 ფინალში კი ყაზახ მეტოქეს – გოზალ აინიტდინოვას შეხვდა და მასპინძელიც უმარტივესად, ორ სეტში: 6:2; 6:1 დაამარცხა. ამ გამარჯვებით 23 წლის ქართველი ჩოგანი ნურ-სულთანში მიმდინარე ტურნირის 1/4 ფინალში გავიდა. 1/4 ფინალური შეხვედრა კი დღეს, თბილისის დროით 08:00 საათზე დაიწყო, სადაც მარიამმა პირველი სეტი 6:1 გაიმარჯვა, მეორე სეტში კი მეტოქე დანებდა და ბოლქვაძე ნახევარფინალში გავიდა. ნახევარფინალში, მარიამ ბოლქვაძის მეტოქე ბელარუსი - იულია ჰატუოკა იქნება. მატჩი 17 ივლისს, თბილისის დროით 08:00 საათზეა ჩანიშნული. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მარიამ ბოლქვაძე ამ ტურნირის პირველ ნორმად არის განთესილი.

სხვა სტატიები