Belive

მარიამ ბოლქვაძემ რუსი ჩოგბურთელი 3 სეტში დაამარცხა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ჩეხეთის დედაქალაქ პრაღაში დაწყებულ ჩელენჯერზე მარიამ ბოლქვაძემ პირველი გამარჯვება მოიპოვა. ქართველმა ჩოგბურთელმა რუსი ვალერია სავინიუკი 3 სეტში - 2:6; 6:3; 6:4 დაამარცხა და მე-2 რაუნდში გავიდა. მარიამისთვის მსოფლიოს 210-ე ჩოგანთან დაპირისპირება ცუდად, პირველი სეტის წაგებით დაიწყო, თუმცა ახალგაზრდა ქართველმა სპორტსმენმა ზედიზედ 2 სეტის მოგება მოახერხა. ბოლქვაძისა და სავინიუკის ორთაბრძოლაში უჩვეულოდ ბევრი, 23 ბრეიკი შედგა. საერთო ჯამში, მარიამმა მეტოქე ისე დაამარცხა, რომ საკუთარ ჩაწოდებაზე მხოლოდ 2 გეიმი აიღო.

რეიტინგით 184-ე ქართველი ჩოგბურთელი შემდეგ ეტაპზე მაია ხვალინსკას (226) შეხვდება.

სხვა სტატიები