Belive

მარიამ ბოლქვაძემ წყვილთა თანრიგში ყაზაყეთის ტურნირი მოიგო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მარიამ ბოლქვაძე ყაზახეთის დედაქალაქ ნურ-სულთანის ტურნირის წყვილთა თანრიგის გამარჯვებული გახდა. ქართველმა ჩოგბურთელმა, რომელიც ეკატერინა იაშინასთან ერთად ასპარეზობდა, ფინალურ შეხვედრაში ვლადა კოვალისა და ანასტასია ტიხონოვას წყვილი ორ სეტში, ანგარიშით 7:6, 6:1 დაამარცხა. ბოლქვაძესა და იაშინას ტურნირის მოსაგებად სულ 4 მატჩის მოგება დასჭირდათ. მარიამ ბოლქვაძე ერთეულთა თანრიგში მსოფლიო რეიტინგის 189-ე ჩოგანია.

სხვა სტატიები