მარიამ ბოლქვაძეს ტრავმა აწუხებს

196
ნახვა

მარიამ ბოლქვაძემ ბოლო დღეებში წარმატებული ასპარეზობისთვის ბევრ ქართველს გააცნო თავი.

21 წლის ჩოგბურთელი აშშ-ის ღია პირველობის უკვე მე-2 ეტაპზეა, როდესაც დიდ სლემზე აქამდე არასდროს უთამაშია.

ბოლქვაძე დღეს 20:00-ზე მსოფლიოს მე-3 ჩოგანს, კაროლინა პლიშკოვას დაუპირისპირდება.

თამაშამდე მარიამმა მომავალ მეტოქეზე ისაუბრა, სადაც აღნიშნა, რომ ტრავმა აწუხებს.

“მოვიტყუები, თუ ვიტყვი, რომ ტრავმა არ მაწუხებს. თუმცა, ტურნირზე ძალიან კარგი ფიზიოთერაპევტები არიან და ისინი მაქსიმალურად ცდილობენ, რომ ტკივილი შემიმსუბუქონ.

ძალიან მაინტერესებს, როგორ ვითამაშებ პრიშკოვას წინააღმდეგ. მისი ტემპისა და ძლიერი დარტყმების გამკლავება რთული იქნება,” – თქვა მარიამმა.

(196)

მარიამ ბოლქვაძეს ტრავმა აწუხებს

სტატიის ავტორი
-