Belive

ზედიზედ მე-11 - ბასილაშვილი 149-ე ჩოგანთან დამარცხდა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირმა, სადაც მონაწილეობს ნიკოლოზ ბასილაშვილი. ქართველი ჩოგბურთელის მეტოქე თავდაპირველად სტეფანო ტრავალია იყო, თუმცა შეხვედრამდე 10 წუთით ადრე ნიკოლოზის მოწინააღმდეგე შეიცვალა. საბოლოოდ, მსოფლიოს 39-ე ჩოგანი სოფიას ტურნირის პირველ წრეში 24 წლის შვეიცარიელ - მარკ ანდრეა ჰასლერს (149) შეხვდა. ბასილაშვილმა თამაში ძალიან ცუდად, პირველი სეტის 1:6 წაგებით დაიწყო, თუმცა მდგომარეობა შედარებით გამოსწორდა და საუკეთესო ქართველმა ჩოგბურთელმა მე-2 სეტის მოგება მოახერხა - 4:6. დაპირისპირების დასკვნითი ეტაპი ძალიან დაძაბული გამოდგა, სადაც ტაიბრეიკზე ჰასლერმა გაიმარჯვა - 7:6. სამწუხაროდ, ბასილაშვილისთვის ეს ზედიზედ მე-11 მარცხია. მეტიც, თებერვლის შემდეგ დღეს მან სეტის მოგება პირველად მოახერხა

სხვა სტატიები