Belive

მარცხი 113-ე ჩოგანთან - ბასილაშვილი მონპელიეს ტურნირს გამოეთიშა

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
საფრანგეთის ქალაქ მონპელიეში სტარტი აიღო ATP-ის 250-იანთა თანრიგის ტურნირნმა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილმა ასპარეზობა პირველივე წრეში დაასრულა. ქართველი ჩოგბურთელი 1/16 ფინალში მსოფლიოს 113-ე ჩოგან გრეგუარ ბარერეს დაუპირისპირდა და 2 სეტში - 4:6; 4:6 დამარცხდა. შეხვედრა საათსა და 17 წუთს გაგრძელდა. ნიკოლოზმა საკუთარ ჩაწოდებაზე ჯამში 4 გეიმი წააგო, საპირისპიროდ კი, მოწინააღმდეგის ჩაწოდების აღება კი მხოლოდ ორჯერ მოახერხა. სამწუხაროა, რომ ბასილაშვილს მე-2 სეტი 4:1 მიჰყავდა, თუმცა ზედიზედ ორჯერ დაბრეიკდა. ფრანგ ჩოგბურთელთან შეხვედრის მანძილზე მე-40 პოზიციაზე მყოფმა ქართველმა 7 ეისი შეასრულა და 5 ორმაგი შეცდომა დაუშვა. ეს ნიკოლოზისთვის უკვე ზედიზედ მე-4 მარცხია, თანაც ისე, რომ მას ამ შეხვედრებში ერთი სეტიც არ მოუგია. საერთო ჯამში, გასული წლის ივლისიდან მოყოლებული, ბასილაშვილმა 15 მატჩი დათმო და მხოლოდ 2 მოიგო.

სხვა სტატიები