Belive

მე-3 გამარჯვება - ეკო გორგოძე როლან გაროსზე ითამაშებს!

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ეკო გორგოძემ როლან გაროსის საკვალიფიკაციო ეტაპის ფინალური შეხვედრა მოიგო - ის პრესტიჟული ტურნირის ძირითად ბადეში გავიდა. ქართველმა ჩოგბურთელმა ახლახანს გადამწყვეტი დაპირისპირება ნურია პარიზას-დიასს (165) 2 სეტში, 6:3, 6:4 დაამარცხა. შეხვედრა, რომელიც 1 საათსა და 30 წუთს გაგრძელდა, ეკოს დიდი უპირატესობით მიმდინარეობდა. 29 წლის ქართველმა მეტოქის ჩაწოდებაზე 4 გეიმი მოიგო. გორგოძე ჩაწოდებებში უშეცდომოდ გამოიყურებოდა, მას 1 ეისი და არცერთი ორმაგი შეცდომა არ ჰქონია. ჯამში, ეკომ 17 ვინერსი შეასრულა და 23 უნებლიე შეცდომა დაუშვა. ინფორმაციისთვის გეტყვით, რომ გორგოძემ ჯერ რენატა ზარაზუა (141) 3 სეტში დაამარცხა, მე-2 რაუნდში კი - ბულგარელი, ელიცა კოსტოვა (231). დღეს კი მან ფინალურ თამაშში ნურია პარიზას-დიასთან გაიმარჯვა.  

სხვა სტატიები