პარიზის მასტერსის მე-2 რაუნდში სენსაცია დაფიქსირდა - მსოფლიოს მე-4 ჩოგანი, დანილ მედვედევი ფრანგ ჟერემი ჩარდისთან (65) 3 სეტში დამარცხდა და ტურნირს ნაადრევად გამოეთიშა.
საუკეთესო რუსმა ჩოგბურთელმა პირველი სეტის მოგების (6:4) მიუხედავად, დარჩენილი 2 სეტი დათმო (2:6; 4:6).
მედვედევს ჩარდისთან წაგებამდე ჩატარებულ ბოლო 27 შეხვედრაში მხოლოდ 2 მარცხი ჰქონდა, ბოლო 9 თამაშში კი დაუმარცხებელი იყო.
ჟერემი ჩარდი 1/8-ფინალში ჯონ ისნერსა და კრისტიან გარინის შორის გამარჯვებულს შეხვდება.