Belive

მედვედევის ფანტასტიკა დასრულებულია!

4 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიო რეიტინგის მე-4 ნომერი დანილ მედვედევი პარიზის მასტერსს მეორე რაუნდიდან ჩაერთო, სადაც მისი მეტოქე აღნიშნულ ტურნირზე 3 გამარჯვებით (2 საკვალიფიკაციო, 1 პირველი რაუნდი) მოასპარეზე ადგილობრივი ჟერემი შარდი გახლდათ. დანილ მედვედევს აქამდე ზედიზედ 6 ფინალი ჰქონდა ნათამაშები, თუმცა როგორც ჩანს მისი ორგანიზმი ზედმეტად გადაიტვირთა და წარმატებული სვლა პარიზში შეჩერდა, რადგან შარდიმ რუსი ჩოგბურთელი 3-სეტიან დრამატულ ბრძოლაში დაამარცხა. შეხვედრის საბოლოო ანგარიში ასეთია - 4:6, 6:2, 6:4 ჟერემი შარდის სასარგებლოდ. ფრანგი ჩოგბურთელის მომდევნო მეტოქე ჯონ ისნერსა და კრისტიან გარინს შორის გაირკვევა.  

სხვა სტატიები