Belive

მედვედევის პირველი დიდი სლემი | ჯოკოვიჩის კალენდარული სლემი არ შედგა

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
30 აგვისტოდან ჩოგბურთის სამყაროს 2021 წლის უკანასკნელი დიდი სლემის, ამერიკის ღია პირველობის, თვალყურის დევნების საშუალება ჰქონდა. ტურნირზე ფედერერის, ნადალისა და 2020 წლის ჩემპიონის, დომინიკ ტიმის გარდა ყველა ვარსკვლავი იღებდა მონაწილეობას. მამაკაცთა ერთეულთა თანრიგში, ამერიკის ღია პირველობის ტურნირის ფინალში, მსოფლიო რეიტინგის ლიდერების დუელი შედგა - ნოვაკ ჯოკოვიჩი დანილ მედვედევს დაუპირისპირდა. შეხვედრის ერთმნიშვნელოვან ფავორიტად სერბი ჩოგბურთელი იყო მიჩნეული, თუმცა შეხვედრა სრულიად სხვაგვარად განვითარდა - დანილ მედვედევმა, მსოფლიო რეიტინგის პირველი ნომერი 3-სეტში, ანგარიშით - 6:4; 6:4; 6:4 დაამარცხა.
შეხვედრის ვიდეომიმოხილვა:

ნოვაკ ჯოკოვიჩს ჰქონდა შანსი, რომ როდ ლეივერის შემდეგ პირველი ჩოგბურთელი გამხდარიყო, რომელიც ერთ კალენდარულ სეზონზე, ყველა სლემს მოიგებდა, თუმცა როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მის წინ დანილ მედვედევის დაუძლეველი ბარიერი აღიმართა. ბოლო შემთხვევა, როცა ჩოგბურთელმა "კალენდარული სლემი" ანუ 4/4 სლემი მოიგო, 1969 წელს როდ ლეივერმა დააფიქსირა.

სხვა სტატიები