Belive

მეექვსედ კარიერაში - ნოვაკ ჯოკოვიჩმა პარიზის მასტერსი მოიგო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

პარიზის მასტერსის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, ტურნირის მოქმედი ჩემპიონი, დანილ მედვედევი სამ სეტში, ანგარიშით 4:6, 6:3, 6:3 დაამარცხა. შეხვედრა 2 საათსა და 16 წუთს გაგრძელდა. სერბმა პარიზის მასტერსის მოგება მეექვსედ შეძლო. ნოვაკმა დღევანდელი გამარჯვებით 336 ათასი ევრო გამოიმუშავა, მედვედევს კი ფინალში გასვლით 187 ათასი ევრო ერგო. ჯოკოვიჩმა კარიერაში 37-ე მასტერსი მოიგო, რაც ყველა დროის საუკეთესო შედეგია - 34 წლის ჩოგბურთელმა ამ მაჩვენებლით რაფაელ ნადალს გადაუსწრო, რომლის ანგარიშზეც 36 მასტერსია.



სხვა სტატიები