Belive

მეექვსედ კარიერაში - ნოვაკ ჯოკოვიჩმა უიმბლდონი მოიგო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ

უიმბლდონის ფინალში მსოფლიოს პირველმა ჩოგანმა, ნოვაკ ჯოკოვიჩმა, მატეო ბერეტინი (9) ოთხ სეტში, ანგარიშით 6:7, 6:4, 6:4, 6:3 დაამარცხა და ტურნირის მოგება კარიერაში მეექვსედ (ზედიზედ მესამედ) შეძლო. ფინალური შეხვედრა 3 საათსა და 27 წუთს გაგრძელდა. ნოვაკმა უიმბლდონის მოგებით 2000 სარეიტინგო ქულა და 1 700 000 ფუნტი გამოიმუშავა, ბერეტინიმ კი 1200 სარეიტინგო ქულა და 900 000 ფუნტი მიიღო. ჯოკოვიჩს დღევანდელი გამარჯვებით კარიერაში 20 მოგებული დიდი სლემის ტურნირი დაუგროვდა, რითაც 34 წლის ჩოგბურთელი როჯერ ფედერერსა და რაფაელ ნადალს გაუთანაბრდა. უიმბლდონის მოქმედი ჩეპიონი სწორედ ნოვაკ ჯოკოვიჩი იყო, სერბმა 2019 წელს ფინალში როჯერ ფედერერს აჯობა.

სხვა სტატიები