Belive

მეტოქე შეიცვალა - ბასილაშვილი დუბაიში პოპირინით იწყებს

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
დუბაიში სტარტი აიღო 500-იანთა თანრიგის ტურნირმა, სადაც ნიკოლოზ ბასილაშვილის მეტოქე გახდა ცნობილი. თავდაპირველი წილისყრით, 29 წლის ქართველ ჩოგბურთელს ფელიქს ოჟე-ალიასიმის (9) წინააღმდეგ უნდა ეთამაშა, თუმცა კანადელი ზურგის ტრავმის გამო ტურნირიდან მოეხსნა. ბასილაშვილი 1/16-ფინალში "იღბლიანი დამარცხებულის" სტატუსის მქონე ალექსეი პოპირინს დაუპირისპირდება. ავსტრალიელმა საკვალიფიკაციო ეტაპზე ირჟი ვესელისთან წააგო და ძირითად ბადეში სწორედ ოჟე-ალიასიმი ჩაანაცვლა. შეგასხენებთ, რომ ნიკოლოზი გასულ კვირას დოჰას ტურნირის ფინალში გავიდა, სადაც რობერტო ბაუტისტა-აგუტთან დამარცხდა. განახლებული რეიტინგით, ბასილაშვილი მსოფლიოს მე-19 ჩოგანია. პოპირინისა და ბასილაშვილის შეხვედრა ხვალ, თბილისის დროით, 17:00 საათზეა ჩანიშნული.

სხვა სტატიები