Belive

მიუნხენის ტურნირზე ბასილაშვილის პირველი მეტოქე ცნობილია

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
მსოფლიოს 36-ე ჩოგანი – ნიკოლოზ ბასილაშვილი მიუნხენში ATP-ი ტურის 250-იანი სერიის ტურნირს ორშაბათს, 26 აპრილს, ტიაგო მონტეიორსთან (76) დაპირისპირებით დაიწყებს. იმ შემთხვევაში თუ ქართველი ჩოგბურთელი ბრაზილიელის დამარცხებას შეძლებს, მისი მომდევნო მეტოქე სტეფანო ტრავალიასა და სებასტიან კორდას შორის გამარჯვებული იქნება. ბასილაშვილი და მონტეირო აქამდე ერთმანეთს საფრანგეთის ღია პირველობაზე შეხვდნენ და მატჩი ბრაზილიელის გამარჯვებით დასრულდა. BMW Open-ის მოქმედი ჩემპიონი კრისტიან გარინია. ჩილელმა 2019 წელს ფინალში მატეო ბერეტინი დაამარცხა.

სხვა სტატიები