Belive

მიზნამდე მხოლოდ ორი ნაბიჯია - ვინ ჩაწერს ისტორიაში საკუთარ სახელს

3 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
ამერიკის ღია პირველობა დასკვნით ფაზაში გადავიდა, რაც იმას გულისხმობს, რომ ტურნირზე მხოლოდ 4 ჩოგბურთელია დარჩენილი. აღსანიშნავი ფაქტია, რომ დარჩენილ ოთხეულში :დიდი სამეულის" არცერთი წევრი არაა, როჯერი და რაფა ამერიკულ ასპარეზზე მონაწილეობას საერთოდ არ იღებდნენ, ნოვაკ ჯოკოვიჩი კი პაბლო კარენო ბუსტას წინააღმდეგ მატჩში, ხაზის მსაჯთან მომხდარი ინციდენტის გამო, დისკვალიფიცირდა. ამჟამად ამერიკის ღია პირველობაზე დარჩენილი ჩოგბურთელები არიან - დომინიკ ტიმი, დანილ მედვედევი, პაბლო კარენო ბუსტა და ალექსანდრ ზვერევი.  ზემოთხსენებული ოთხი ჩოგბურთელიდან, არცერთის მონაგარში აქამდე დიდი სლემის ტიტული არ ყოფილა, რაც იმას ნიშნავს, რომ თითოეულ მათგანს მიზნამდე მხოლოდ ორი ნაბიჯი აშორებს, რის შემდეგაც ისტორიაში საკუთარ სახელს და გვარს იმ კუთხითაც ჩაწერენ, რომ დიდი სლემის ტიტული ექნებათ მოპოვებული. ნახევარფინალური წყვილები ასეთია: ალექსანდრ ზვერევი Vs. კარენო ბუსტა; დომინიკ ტიმი Vs. დანილ მედვედევი  ექსპერტების აზრით ზვერევისა და ბუსტას წყვილს ერთპიროვნულად გამოკვეთილი ფავორიტი ჰყავს და ეს გახლავთ ახალგაზრდა გერმანელი. რაც შეეხება ტიმისა და მედვედევის წყვილს ამ შემთხვევაში ჩოგბურთის მცოდნეთა მოსაზრება ორ ნაწილად გაიყო, შესაბამისად ნახევარფინალური ეტაპის ცენტრალური შეხვედრა სწორედ ავსტრიულ-რუსული წყვილი იქნება.

სხვა სტატიები