Belive

15 დღე პირველ ადგილზე - მედვედევს კვლავ ჯოკოვიჩმა გადაასწრო

2 წლის წინ ჩოგბურთი
1 წთ
28 თებერვლიდან, ჩოგბურთის ATP რეიტინგს ახალი ლიდერი – დანილ მედვედევი ჰყავდა, რომელმაც ნოვაკ ჯოკოვიჩი ჩაანაცვლა. სერბმა ჩოგბურთელმა ირი ვესელისთან დუბაის ტურნირის მეოთხედფინალში, სენსაციურად წააგო და გათამაშებას გამოეთიშა, რის გამოც ჯოკოვიჩს 410 ქულა მოაკლდა. ახლა კი სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა - დანილ მედვედავმა მსოფლიო რეიტინგის სათავეში მხოლოდ 15 დღე გაატარა, პირველ ადგილზე კი უთამაშებელი ნოვაკ ჯოკოვიჩი დაბრუნდა. ინდიან უელსის მიმდინარე გათამაშებაში, დანილ მედვედევს ქულები ჰქონდა დასაცავი, თუმცა იგი 1/16 ფინალში ვეტარან ფრანგთან - გაელ მონფილსთან 3 სეტში: 6:4; 3:6; 1:6 დამარცხდა. ამ მარცხით მსოფლიო რეიტინგში რუს ჩოგბუთელს 205 სარეიტინგო ქულა დააკლდა. ნოვაკ ჯოკოვიჩი - 8465 ქულა; დანილ მედვედევი - 8410 ქულა. ორშაბათიდან, რეიტინგის სათავეში, რუსი ჩოგბურთელის მაგივრად - ნოვაკ ჯოკოვიჩი იქნება.

სხვა სტატიები